0
მენიუ
banner banner

"კურსი მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გვჭირდება HR მიმართულებით"

"კურსი მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გვჭირდება HR მიმართულებით"

ანა ლაცუზბაიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

ვარ საოპერაციო სამსახურის უფროსი საშუალო ბიზნესში, რაც თავის მხრივ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან. ჩემი ინტერესისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილის გარდა, კურსის გავლის მიზეზი HR გუნდთან სწორი მუშაობა და თანამშრომლებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა იყო.

კურსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, აკადემიის შესახებ ინფორმაცია კი, სანაცნობო წრეში გამოვიკითხე. თავიდანვე ძალიან მომეწონა კურსის სილაბუსი, რადგან მასში ყველა ის საკითხი შედიოდა, რომლის გავლაც მინდოდა. აღნიშნულმა კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, უკვე შევქმენით HR მიმართულებით განვითარების სტრატეგია შემდეგი წლისთვის. 

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსი მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გვჭირდება HR მიმართულებით - რეკრუტინგი, ადმინისტრაცია, სტრატეგიული HR. ჩემი მოძიებული კურსებიდან, ერთადერთია, რომელიც სრულ HR-ს მოიცავს და არა ცალკეულ მიმართულებას. კურსის დასრულების შემდგომ არ გრჩება განცდა, რომ რაღაც დაგაკლდა, ან რომელიმე მიმართულება არ იყო საკმარისად ახსნილი, რაც ლექტორების დიდ პროფესიონალიზმსა და კურსის სწორ სტრუქტურირებაზე მეტყველებს. ძალიან რთულია გამოვარჩიო განსაკუთრებული ლექცია, რადგანაც ჩემთვის ყველა ლექცია იმდენად საინტერესო გარემოში მიმდინარეობდა, რომ დღესაც მახსოვს ემოციები.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

აუცილებლად უნდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ლექტორების პროფესიონალიზმსა და მათი ცოდნის გადმოცემის უნარზე. არ ყოფილა ერთი ლექციაც კი, რომელიც არასაინტერესოდ მიმდინარეობდა და ჩართულობას არ იწვევდა. იგრძნობოდა, რომ თითოეულ ლექტორს უყვარს თავისი საქმე, ეს კი, არა მხოლოდ ცოდნის მიღების სურვილს, არამედ ამ მიმართულებით მუშაობის სურვილსაც გიმძაფრებს. ახლაც კი, ღიმილით მახსენდება თითოეული ლექცია და განხილვები.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

ზოგადად ძალიან მივესალმები ქართულ რეალობაში ისეთი დონის კურსების არსებობას, როგორიც სმარტ აკადემიაშია. სმარტ აკადემიამდე, ეჭვის თვალით ვუყურებდი ქართულ სივრცეში ნებისმიერი კურსის გავლას, რადგანაც ლამაზი შეფუთვის უკან ხშირ შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანი და არასრულყოფილი ცოდნა დგას. სმარტ აკადემიამ აღნიშნული შეხედულება შემიცვალა. მე, როგორც ახალი ცოდნის მიღების მოყვარული, პედანტი და მომთხოვნი ადამიანი, ყველგან ვუწევ რეკომენდაციას სმარტ აკადემიას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ჩემს მოთხოვნას სწავლის და ცოდნის მიღების გზაზე.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას? 

მე, როგორც საოპერაციო სამსახურის უფროსი, მიღებულ ცოდნას ვიყენებ ჩემს საქმიანობაში, არა მხოლოდ HR მიმართულებით, არამედ, ზოგადად ადამიანებთან და დასაქმებულებთან სამუშაო ურთიერთობებში, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ამიტომ აუცილებლად აღვნიშნავ, რომ HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი უნდა გაიარონ არა მხოლოდ HR მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, არამედ მმართველ რგოლის წარმომადგენლებმა და დეპარტამენტის უფროსებმაც, რომელთაც სამსახურში ჯანსაღი გარემოს შექმნა სურთ.

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემიაში, რაც ყველაზე მეტად მომწონს არის პროფესიონალი ლექტორები, თავად აკადემიის მოწესრიგებულობა (რასაც საქართველოში იშვიათად ვხვდები), სწორი მიდგომები, დინამიზმი, ყურადღება სტუდენტების მიმართ, ადაპტირების უნარი სტუდენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე სალექციო კურსის განმავლობაში, სწორედ სტრუქტურირებული კურსის სილაბუსი და ამომწურავი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების საშუალება.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები